კონფიდენციალურობის წესები
განახლებულია: 27 ოქტომბერი, 2026
საჯარო გზამკვლევი
გვერდს მართავს TECHcrush. ეს დამოუკიდებელი გზამკვლევია და არ წარმოადგენს Google-ის ან უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტს. კონტაქტი: t3chcrush@gmail.com.
რა ინახება
საჯარო ვერსია არ ითხოვს Google-ით შესვლას ან YouTube-ის მონაცემების წაკითხვის ნებართვას. არხის ბმულზე დაჭერის ფაქტი ინახება მხოლოდ ამ ბრაუზერის ჩანართის sessionStorage-ში. ის არ წარმოადგენს გამოწერის დადასტურებას და სერვერზე არ იგზავნება. ჩანართის დახურვისას ეს ჩანაწერი იშლება. არ ვიყენებთ სარეკლამო ან ანალიტიკურ ტრეკერებს.
გარე გვერდები
არხის ბმული ხსნის YouTube-ს; გაგრძელება — არჩეულ Google-ის ოფიციალურ გვერდს. მათზე მოქმედებს ამ პროვაიდერების წესები. საიტს ემსახურება Hostinger-ის სერვერი; პროვაიდერებს შეიძლება ჰქონდეთ ტექნიკური უსაფრთხოების ჟურნალები.
ძველი სატესტო ნებართვები
თუ ადრე სატესტო ვერსიაში Google-ის ნებართვა გაეცი, მისი გაუქმება შეგიძლია ამ ინსტრუქციით. საჯარო ვერსია ახალ ავტორიზაციას არ იწყებს. ძველი წვდომის token-ები სერვერის მეხსიერებაში მაქსიმუმ 20 წუთს რჩებოდა; სესიის დასრულების ან სერვისის გადატვირთვისას იშლებოდა. Google-ში გაცემული ნებართვა ცალკე შეიძლება დარჩეს მის გაუქმებამდე.